პანკისის ხეობის სოფელ დუისში, საოჯახო სასტუმრო მელისა, ტურისტებისთვის ცნობილი როგორც Guest House Melissa, კონკურენტულ და ამავდროულად მოთხოვნად ტურისტულ ინდუსტრიაში 2010 წელს გამოჩნდა და დღემდე, განუწყვეტლივ მასპინძლობს საერთაშორისო და ადგილობრივ დამსვენებლებს.

სასტუმროს მართვაში ოჯახის ყველა წევრი იღებს მონაწილეობას, როგორც სასტუმრო მელისას ხელმძღვანელი, ქალბატონი ხათუნა მარგოშვილი აცხადებს, სოფელში მისულ ტურისტს სხვა და სხვა მომსახურებას სთავაზობენ, რომელიც მოიცავს საფეხმავლო, საცხენოსნო და ასევე, ველოტურებს. ხეობაში არსებული ღირშესანიშნაობების მონახულება შესაძლებელია, როგორც ზემოთ აღნიშნული სერვისით, ასევე საკუთარი სატრანსპორტო საშუალებით ან ადგილზე დაქირავებული ავტომანქანით.

თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ტექნიკით აღჭურვილი სასტუმრო, დამსვენებელს სთავაზობს უფასო პარკინგს, WiFi-სა და მშვიდ გარემოს. საოჯახო სასტუმრო მელისას ბაღი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს თავისი დეკორაციებითა და ხილ-ბოსტნეულით. დადებითი ემოციებისა და ხალისიანი განწყობის გარდა, მაგიდის ტენისით გართობის შესაძლებლობა თქვენს განწყობას მეტ ელფერსა და ენერგიას შესძენს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 70 მილით არის დაშორებული საოჯახო სასტუმრო მელისასგან, ჩვენ ვსაუბრობთ თქვენც ენაზე !

გვეწვიეთ და ისიამოვნეთ, პანკისის, დუისისა და საოჯახო სასტუმრო მელისას სტუმართმასპინძლობით.